სომხეთში, ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცში 31 ადამიანი დააკავეს, სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტილია
სომხეთში, ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცში 31 ადამიანი დააკავეს, სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტილია

სომხეთში, ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცში 31 ადამიანი დააკავეს, სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტილია.

სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა დაკავებული პოლიციაში სსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე გადაიყვანეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

პოლიციაში ასევე აცხადებენ, რომ სოფელთან განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გზები ჩაკეტილია.

პოლიციამ გადაკეტა გზა იჯევანიდან კირანცამდე, ასევე აუკრძალა ჟურნალისტებს სოფელში შესვლა.

კირანცაში ათასზე მეტი პოლიციელი იმყოფება.