სომხეთში სოროსის ფონდის საწინააღმდეგო აქცია იმართება
სომხეთში სოროსის ფონდის საწინააღმდეგო აქცია იმართება

სომხეთში სოროსის ფონდის საწინააღმდეგო აქცია იმართება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქცია ფონდ „ღია საზოგადოების“ ერთ-ერთ ოფისთან მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

„ჩვენ გვაინტერესებს, რატომ შეიძლება სომხეთში გაიმართოს აქციები და დაიბლოკოს სასამართლოები, მაგრამ არ შეიძლება, რომ აქცია ჩავატაროთ სოროსის ფონდის ოფისთან?“ – ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა „ვეტოს“ ხელმძღვანელმა, ნარეკ მალიანმა გააკეთა.

აქციაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მათ მხარი დაუჭირა სომხეთის კომუნისტურმა და ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ.

მანამდე, სომხეთში სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ლარისა მინასიანმა პოლიციას მიმართა და უთხრა, რომ დემონსტრანტები ფონდის თანამშრომლებს მუშაობაში ხელს უშლიან.

ნარეკ მალიანი წარსულში სომხეთის პოლიციის უფროსის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მალიანმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადეკვადის“ წევრებმა მანამდე აქცია გამართეს სომხეთის პარლამენტთან და ევროკავშირის მისიასთან. მათი მტკიცებით, „სომხეთის მთავრობას სინამდვილეში სოროსი მართავს“.

დატოვე კომენტარი