სომხეთში სასწავლო დაწესებულებები სულ მცირე 23 მარტამდე დაიხურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ტრანსლაციის დროს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მომავალ დღეებშიც განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროცესის შეჩერებას კიდევ გაახანგრძლივებს.
სომხეთში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.