სომხეთში, საქართველოს საზღვართან 4,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

14:23, 01.04.2025

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:56 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში, 16 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსგავსი