სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება
სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმება

სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტი იგეგმება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში უახლოეს მომავალში შედგება.

„მე ვესაუბრე მამუკა ბახტაძეს, მივულოცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ველოდებით ბოლო დეტალების შეთანხმებას. ამის შემდეგ, მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით გვეწვევა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.