სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს, არტაკ ზეინალიანს შეხვდა

18:27, 04.09.2018

სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე იუსტიციის მინისტრს, არტაკ ზეინალიანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Armenpress-ი წერს, შეხვედრისას მინისტრმა მაღალ დონეზე შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას პარტნიორობის გაღრმავების დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საქართველო-სომხეთის ფორუმის რეგულარული ორგანიზება, რომელზეც საკანონმდებლო სფეროში პრობლემებისა და საკითხების განხილვა, ასევე გამოცდილების გაზიარების გზით ამ პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობა იქნება შესაძლებელი.

მსგავსი