სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე 5 აპრილს რეფერენდუმი გაიმართება
სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე 5 აპრილს რეფერენდუმი გაიმართება

სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, რეფერენდუმი 5 აპრილს დაინიშნა.

შესაბამის კანონპროექტი გასულ კვირაში პარლამენტმა დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებები 2018 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე დანიშნული შვიდი მოსამართლის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დანიშნული ორი მოსამართლე კი, მუშაობას გააგრძელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გრაირ ტოვმასიანმა თანამდებობა უკანონოდ დაიკავა. 2019 წელს ტოვმასიანს იუსტიციის მინისტრობის პერიოდში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს ბრალი. თავის მხრივ, ტოვმასიანი მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.