სომხეთში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთი სომხეთს სხვა ქვეყნებისთვის მიუწვდომელ სამხედრო აღჭურვილობას აწვდის
სომხეთში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთი სომხეთს სხვა ქვეყნებისთვის მიუწვდომელ სამხედრო აღჭურვილობას აწვდის

საფრანგეთი სომხეთს სხვა ქვეყნებისთვის მიუწვდომელ სამხედრო აღჭურვილობას აწვდის, – ამის შესახებ სომხეთში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე დეკოტინიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ფრანგმა დიპლომატმა გააზიარა „პოლიტიკოს“ სტატია კომპანია „ტალესის“ ფრანგული რადარების შესახებ, მათ შორისაა „გრაუნდ მასტერ 200“, რომლის სამი ერთეული გადაეცა სომხეთს.

გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთმა განაცხადა სომხეთის მხარდაჭერის შესახებ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ „მისტრალის“ სისტემის საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე.