სომხეთში რუსული სამხედრო პოლიციის ორი ქვედანაყოფი შეიქმნება
სომხეთში რუსული სამხედრო პოლიციის ორი ქვედანაყოფი შეიქმნება

სომხეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე წესრიგს რუსული სამხედრო პოლიცია დაიცავს.

როგორც ცნობილია, მანამდე ქალაქ გიუმრიში მდებარე სამხედრო ნაწილში უსაფრთხოებას და წესრიგს თავად სამხედროები უზრუნველყოფდნენ. ამიერიდან კი, სომხეთში სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი შეიქმნება, რომელშიც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ვლადიკავკაზიდან გაემგზავრებიან.

„ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა მიიღებს სპეციალურ ეკიპირებას და აღიჭურვება იარაღით, სამხედრო ტექნიკით და სპეციალური საშუალებებით“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამას გარდა, ზაფხულში, ერევნის სამხედრო გარნიზონში რუსეთის სამხედრო პოლიციის კიდევ ერთი ქვედანაყოფის ფორმირება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გიუმრიში მდებარე სამხედრო ნაწილში მომსახურე სამხედროები წინააღმდეგ წარსულში სისხლის სამართლის საქმე რამდენჯრმე აღძრეს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2015 წელს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედრომ ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 2 ბავშვი მოკლა.