სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნები შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს 
სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნები შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნები შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა newsarmenia ავრცელებს.

„კანონის მიხედვით, არჩევნები პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან შვიდი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა სახელმწიფო სამართლებრივ საკითხებში, პარლამენტის კომისიის ხელმძღვანელმა, გევორკ კოსტანიანმა.

30 აპრილს და 1 მაისს სომხეთში დასვენების დღეა. პარლამენტის სხდომა კი 2 მაისსაა ჩანიშნული.