სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. საპროტესტო მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

აქციის ორგანიზატორი არის ჯგუფი სახელწოდებით „ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი“ დემონსტრანტები გარეგინ მეორეს გადადგომას და სომხეთის ახალი პატრიარქის არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი არმენ მელკონიანის თქმით, სომხეთის საპატრიარქოში აუცილებელია რეფორმების ჩატარება.

მისივე თქმით, სომხეთს ისეთივე პოპულარული პატრიარქი სჭირდება, როგორიც ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევნის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით გარეგინ მეორე დემონსტრანტებს შეხვედრა შესთავაზა.

გარეგინ მეორე სომხეთის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ პატრიარქად 1999 წელს აირჩია.