სომხეთში პანდემიის დროს „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა
სომხეთში პანდემიის დროს „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

სომხეთში პანდემიის დროს „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 44 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 969 განიკურნა.

ამჟამად სომხეთის საავადმყოფოებში 25 619 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, საერთო ჯამში სომხეთში ვირუსი დაუდასტურდა 129 085 ადამიანს. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 2040. კიდევ 513 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი სხვა დაავადება გახდა.