სომხეთში ოპოზიციური პარტია „დედა სომხეთის“ საბჭოს წევრ არეგნაზ მანუკიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
სომხეთში ოპოზიციური პარტია „დედა სომხეთის“ საბჭოს წევრი არეგნაზ მანუკიანი დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, არეგნაზ მანუკიანის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას გულისხმობს.