სომხეთში ოპოზიციონერი გარნიკ ისაგულიანი ნიკოლ ფაშინიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ბრალდებით დააკავეს
სომხეთში ოპოზიციონერი გარნიკ ისაგულიანი ნიკოლ ფაშინიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ბრალდებით დააკავეს

სომხეთში ოპოზიციის ლიდერი, გარნიკ ისაგულიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური უსაფრთხოების“ ლიდერის,  გარნიკ ისაგულიანის წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია არის თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით.

ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას იმის გამო, რომ მან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.