სომხეთში ოპოზიცია აქციას მართავს, ბლოკირებულია მთავრობის სახლის ყველა შესასვლელი
სომხეთში ოპოზიცია აქციას მართავს, ბლოკირებულია მთავრობის სახლის ყველა შესასვლელი

სომხეთში „წინააღმდეგობის მოძრაობა“ მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიციას ბლოკირებული აქვს შენობის ყველა შესასვლელი. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ბლოკ „სომხეთის“ დეპუტატმა, იშხან საგატელიანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, პოლიციასთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ. ოპოზიცია შემდგომი სამოქმედო გეგმის გამოცხადებას მოგვიანებით აპირებს.

სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.