სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს 30 პირი დააკავეს
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს 30 პირი დააკავეს

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს 30 პირი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესახებ პროტოკოლების შევსების შემდეგ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

„ტყუილის დაბადების“ სახელით ცნობილი მანიფესტაცია ერევანში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღეზე გაიმართა.

ორგანიზაცია „ადეკვატის“ მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციებზე დედაქალაქ ერევანთან ერთად აქტივისტები სომხეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ. აქციების პირდაპირი ტრანსპაცია კი ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე ხორციელდებოდა.

დემონსტრაციების ფარგლებში, აქტივისტებმა ერევანსა და კიდევ 12 ქალაქში, ცენტრალურ მოედნებზე „სუტნიკოლ“ (მატყუარა ნიკოლი) დაწერეს.

პირველი მასშტაბური დემონსტრაცია ორგანიზაცია „ადეკვატის“ წევრებმა 24 მაისს ერევანში გამართეს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები ქვეყანაში მოქმედი ჯორჯ სოროსის ფონდის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მათი განცხადებით, აღნიშნული ფონდი ქვეყნის მთავრობას მართავს, ეკონომიკური რევოლუცია კი, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას დაპირდა, არ მოხდა.