სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე მსვლელობას აწყობენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის მოწინააღმდეგეებს შორის უკვე გაჟღერდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. აქციის მონაწილეებმა კარვები, ასევე ღუმელები დადგეს და მთელი ღამე გამზირზე გაატარეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდება.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არმიის გენშტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომა მოითხოვა. საპასუხოდ ფაშიანიანმა გენშტაბი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. სომხეთის ოპოზიციური პარტიები გენშტაბს მხარდაჭერას უცხადებენ.

 

დატოვე კომენტარი