სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სატვირთო მანქანებით მიასნიკიანის გამზირი გადაკეტეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბრის 12:00 საატზე ამოიწურა ოპოზიციის მიერ  პრემიერ-მინისტრისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რის შემდეგაც 17 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებულმა „სამშობლობის გადარჩენის მოძრაობის საბჭომ“ მოქალაქეებს დაუმორჩილებლობის საყოველთაო აქციებისკენ მუწოდა.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

დატოვე კომენტარი