სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს

სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, 6 იანვარს პატრულის თანამშრომლებმა, რომლებიც აწარმოებდნენ შემოწმებებს შირაქის რაიონის სოფელ არაპში, „ოპელის“ მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლისას პარკი გადააგდო, რომელშიც თეთრი ნივთიერება იყო მოთავსებული.

მძღოლი და სამი მგზავრი, მათ შორის ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სომხური მედია წერს, რომ ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ჩხრეკისას თეთრი ნივთიერება აღმოუჩინეს.