სომხეთში მოქალაქეთა ჯგუფმა ერევნისა და გიუმრის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა
სომხეთში მოქალაქეთა ჯგუფმა ერევნისა და გიუმრის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა

სომხეთში მოქალაქეთა ჯგუფმა ერევნისა და გიუმრის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

შეკრებილები ამგვარად მხარდაჭერას უცხადებენ ტავუშის ოლქის საზღვრისპირა მცოხვრებლებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შეთანხმებას და აზერბაჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.

ტავუშის ოლქში საპროტესტო გამოსვლები, ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი უკვე განთავსდა. სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა. როგორც მედია წერს, ეს არის დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 35 პროცენტი და ორი სახელმწიფოს ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება.