სომხეთში „კოვიდ-19“-ის 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებული 11 612 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 256 554 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 5 216 ადამიანი.