სომხეთში „კოვიდ-19“-ის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ 19“-ით 219 353 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 205 200 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 249 გარდაიცვალა. კიდევ ორი ინფიცირებული ადამიანი ბოლო ერთ დღეში სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 1 041-ს აღწევს.