სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 5681 ადამიანი მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 233 400 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი,დაღუპულია 4669 ადამიანი.