სომხეთში „კოვიდ-19“-ის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

11:08, 31.08.2020

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილია ინფიცირების 43 781 შემთხვევა. მათ შორის 4 912 აქტიურია. გამოჯანმრთელებულია 37 722 პაციენტი, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 879-ს აღწევს.

268-ს შეადგენს იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად „კოვიდ-19“ არ სახელდება.

მსგავსი