სომხეთში „კოვიდ-19“-ის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში 2 678 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 219 596 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 256 ადამიანი.