სომხეთში „კოვიდ-19“-ის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 239 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი 46 910 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 42 369 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 1 211 კი გარდაიცვალ. ამასთან, 285 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.