სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

ბოლო 24 საათში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 863 შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ინფომაციით, ქვეყანაში 19 360 ტესტი ჩატარდა. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 20 161 კოვიდინფიცირებული გადის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 280 294 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 5 754 ადამიანი.