სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

11:25, 16.10.2020

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 61 460 შემთხვევა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 370-ს აღწევს.

სომხეთში კორონავირუსისგან 47 541 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 422 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი