სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 1200-ს გადააჭარბა.

გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ტესტირება სულ 10,793 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის 1,161 პირი ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოიკვლიეს.