სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 663-მდე გაიზარდა

13:11, 02.04.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში, 2 აპრილის მონაცემებით, სომხეთში დადასტურებულია ინფიცირების 663 შემთხვევა.

საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 626 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 33, ხოლო გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

მსგავსი