სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, არსენ ტოროსიანზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენთან არის კიდევ 15 შემთხვევა. მათი ნაწილი უკვე იყო იზოლირებული. დანარჩენების კონტაქტებს ვიკვლევთ. მთლიანობაში, 45 შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელდა“, – აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
კორონავირუსის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.