სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

03:48, 17.03.2020

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, არსენ ტოროსიანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენთან არის კიდევ 15 შემთხვევა. მათი ნაწილი უკვე იყო იზოლირებული. დანარჩენების კონტაქტებს ვიკვლევთ. მთლიანობაში, 45 შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელდა“, – აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

კორონავირუსის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მსგავსი