სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს უახლოვდება
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს უახლოვდება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს შვიდი ათასზე მეტი ადამიანი, 31 500-მა კი ვირუსი უკვე დაძლია.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, გასულ 24 საათში, სომხეთში ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 772 შეადგინა. 228 ინფიცირებული პაციენტი კი, სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი