სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15:04, 22.04.2020

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კოვიდ 19 საერთო ჯამში უკვე 1 473 ადამიანს დაუდასტურდა.

სომხური მედია წერს, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოებში 816 ადამიანს მკურნალობენ, 633 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 24 კი დაიღუპა.

მსგავსი