სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი ფაქტი გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი ფაქტი გამოვლინდა

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 62 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1808-მდე გაიზარდა.

ამასთან, ვირუსით დაიღუპა კიდევ ერთი პაციენტი.

ამ დროისთვის სომხეთის საავადმყოფოში მკურნალობას 931 ადამიანი განაგრძობს, 848 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.