სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია უკვე 27 900 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში სომხეთში „კოვიდ-19“-ს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსული ინფექციით 477 ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის ერთი მოქალაქე სხვა დაავადებით დაიღუპა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 157-ს აღწევს.

ამ დროისთვის სომხეთის საავადმყოფოებში 11 331 ადამიანი მკურნალობს, 15 935 კი უკვე გამოჯანმრთელდა.