სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ 19“ უკვე 822 ადამიანს დაუდასტურდა. შემოწმების შედეგად, ვირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა 3 844 ადამიანს.

ამ დროისთვის სომხეთის საავადმყოფოებში 758 ადამიანს მკურნალობენ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან უკვე 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი დაიღუპა.