სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17:56, 23.04.2020

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 აპრილის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“, საერთო ჯამში, 1 523 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის სომხეთის საავადმყოფოებში 840 ადამიანი მკურნალობს, 659 უკვე გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი