სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, კორონავირუს „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“ 770 ადამიანს დაუდასტურდა. შემოწმების შემდეგ, უარყოფითი პასუხი 3 258 მოქალაქის ტესტზე დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 686 პაციენტს მკურნალობენ, 43 უკვე გამოჯანმრთელდა, შვიდი კი, დაიღუპა.