სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, 30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 38 196 შემთხვევა. აქედან 728 ლეტალური. კიდევ 225 ინფიცირებული სხვა თანმხლები დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი