სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

12:36, 13.05.2020

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში სულ 48 პაციენტი ემსხვერპლა.

სომხეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 180 ახალი შემთხვევა.

საერთო ჯამში, ვირუსი 3 718 პირს აქვს დადგენილი. მათგან 2 149 ამ დრომდე მკურნალობს.

მსგავსი