სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ათასს გადაცდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 47 ადამიანს დაუდასტურდა. 11 აპრილს, სომხეთში ინფიცირების 966 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსზე 680 ადამიანი შემოწმდა, საერთო ჯამში კი 7 164.

ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 803 ადამიანს მკურნალობენ. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი დაიღუპა.