სომხეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

11:51, 13.04.2020

სომხეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, გამოვლენილია 26 ახალი ფაქტი.

სულ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 039 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი