სომხეთში კორონავირუსით 921 ადამიანია ინფიცირებული
სომხეთში კორონავირუსით 921 ადამიანია ინფიცირებული

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 921-ს მიაღწია, გარდაცვლილია 10 ადამიანი. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების დინამიკა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება, 10 დღეში ქვეყანაში უკვე 1800 ინფიცირებული იქნება, 29 აპრილისთვის კი კორონავირუსით 3600 ადამიანი იქნება ინფიცირებული.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, თითქმის 10 დღეა, რაც ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად ორმაგდება.