სომხეთში კორონავირუსით 266 ადამიანია დაინფიცირებული

11:12, 25.03.2020

სომხეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 მარტის მონაცემებით, საერთო ჯამში ახალი ტიპის კორონავირუსი სომხეთში უკვე 266 ადამიანს დაუდასტურდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-სგან უკვე 16 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი