სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 966-მდე გაიზარდა

13:16, 11.04.2020

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 24 ადამიანი და გარდაიცვალა ორი პაციენტი.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 13 პაციენტი.

მსგავსი