სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე სომხეთში ინფიცირების 110 შემთხვევა იყო დადასტურებული.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ინფიცირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სომხეთში კორონავირუსისგან უკვე ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიოლოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ 99 შემთხვევა, პირველ ორ შემთხვევასთან არის ურთიერთდაკავშირებული.