სომხეთში კორონავირუსის 973 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი
სომხეთში კორონავირუსის 973 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 973 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია 78 810 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 26 113 აქტიური შემთხვევაა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ 19“-ს 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 1 196-ს აღწევს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან 51 162 ადამიანი გამოჯანმრთელდა.