სომხეთში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივნისის მდგომარეობით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 760 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 000 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 215 655 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 491 შეადგენს.