სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:50, 11.06.2021

სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 223 555 შემთხვევა, მათგან 214 998 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში სულ  5 574 ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 1 092 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

მსგავსი